მოკვლევა დაწყებულია, ყველა საჭირო ზომას გავატარებთ - თბილისის მერია ისტორიული კედლის დანგრევაზე
ლაღიძის N12-ში არსებული შენობის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, რომელსაც შპს "ნიუ ჰაუსი" და "ოცნების" დეპუტატის ბეჟან წაქაძის ვაჟი, ბიძნა წაქაძე აწარმოებს, თბილისის მერია განცხადებას ავრცცელებს.
განცხადების თანახმად, „პროექტის პირობების დარღვევის ფაქტზე მუნიციპალურ ინსპექციას მოკვლევა უკვე დაწყებული აქვს. მერი ირმწუნება, რომ კანონდარღვევის ფატზე ყველა საჭირო ზომას მიმართავენ.
პროექტის პირობების დარღვევის ფაქტზე თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას დაწყებული აქვს მოკვლევა. დედაქალაქის მერია მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს, იქნება ეს მშენებლობის შეჩერება, ჯარიმა თუ სხვა.
მოკვლევის პროცესში გატარდება საჭირო ღონისძიებები, რის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მივაწვდით, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
"ქართული ოცნების" დეპუტატმა თბილისში შენობა დაანგრია. ბეჟან წაქაძის ვაჟის სამშენებლო კომპანიამ "ნუ ჰაუსმა" ლაღიძის ქუჩის 12 ნომერში ისტორიული კედელი დაშალა და მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა წამოიწყო. ამის უფლება დეპუტატს არ ჰქონდა, რადგან პროექტი მის კომპანიას იმ პირობით დაუმტკიცეს, რომ გარე ფასადი უნდა შეენარჩუნებინა.