რატომ დაანგრიეს ისტორიული კედელი უნებართვოდ - ბეჟან წაქაძე თავს იმართლებს

01.09.23 15:34
რატომ დაანგრიეს ისტორიული კედელი უნებართვოდ - ბეჟან წაქაძე თავს იმართლებს

ისტორიული კედლის უნებართვოდ დანგრევა - ბეჟან წაქაძე თავს იმართლებს. "ოცნების" დეპუტატი ამტკიცებს, რომ კედელი, რომელიც უნებართვოდ მოანგრიეს, დაზიანებული იყო და ადამიანებისთვის საფრთხის შემცველი იყო. 

წინა ფასადი უნდა შენარჩუნებულიყო, მაგრამ როგორც კი გავაშიშვლეთ და უნდა დაგვეწყო გამაგრებითი სამუშაოები, მოვიწვიეთ ექსპერტი, რომელიც არის ლიცენზირებული ექსპერტი. მან თქვა, რომ 200 წლიანი შენობა იყო, რომელიც  დაბზარული იყო, რომ გავხსენით შიგნით, თავიდან მაგის გარკვევა გეოლოგებს არ შეეძლოთ. ეს შენობა შეიძლება გადავარდნილიყო კლდის იქითა მხარეს, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, ისედაც ჩამოიშალა და მიიღეს, რომ დაენგრიათ, იმიტომ, რომ რაღაც მსხვერპლი მოყვებოდა. იგივე იიერსახე აქვს შენარჩუნებული, გინდ ყოფილიყო კედლიანი, გინდა არა. ეს პირველი არა რის, სხვაგანაც გვქონდა, ისტორიული ძეგლებიც დაგვინგრევია და ჩაგვინაცვლებია ახალი შენობით, - ამბობს წაქაძე. 

"ქართული ოცნების" დეპუტატმა თბილისში შენობა დაანგრია. ბეჟან წაქაძის ვაჟის სამშენებლო კომპანიამ "ნუ ჰაუსმა" ლაღიძის ქუჩის 12  ნომერში ისტორიული კედელი დაშალა და მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა წამოიწყო. ამის უფლება დეპუტატს არ ჰქონდა, რადგან პროექტი მის კომპანიას იმ პირობით დაუმტკიცეს, რომ გარე ფასადი უნდა შეენარჩუნებინა.  

მსგავსი სიახლეები