დედაქალაქში აღვირახსნილი და უკანონო გარემოს მთავარი შემოქმედი კალაძეა - საბა ბუაძე

01.09.23 15:42
დედაქალაქში აღვირახსნილი და უკანონო გარემოს მთავარი შემოქმედი კალაძეა - საბა ბუაძე

ლაღიძის ქუჩაზე ისტოირული კედლის დანგრევაში "ლელოს" წევრი საბა ბუაძე დედაქალაქის პასუხისმგებლობას ხედავს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ კახა კალაძე ქალაქს აოხრებს. მისი თქმით, ამგვარ ქმედებებს ქალაქზე კატასტროფული გავლენა ექნება. 

აღვირახსნილი და უკანონო გარემოს მთავარი შემოქმედი არის კალაძე, რომელიც ახლა დაკავებულია ქალაქის აოხრებით და არა მხოლოდ თვითონ იღებს ამით სარგებელს, არამედ ახლა უკვე „ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატებიც გადასულები არიან ქალაქში ამ უკანონო სამქიანობაზე და ვხედავთ, რომ ისტორიულ უბანში ისე ხდება შენობების ერთ დღეში განგრევა, რომ ამის ნებართვაც კი არ არის გაცემული. მთლიანობაში ასეთი ტიპის პროექტებს და მთლიანად ამ დამოკიდებულებას კატასტროფული გავლენა ექნება ჩვენს ქალაქზე და განსაკუთრებით მის ისტორიულ ნაწილზე, - ამბობს საბა ბუაძე. 

"ქართული ოცნების" დეპუტატმა თბილისში შენობა დაანგრია. ბეჟან წაქაძის ვაჟის სამშენებლო კომპანიამ "ნუ ჰაუსმა" ლაღიძის ქუჩის 12  ნომერში ისტორიული კედელი დაშალა და მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა წამოიწყო. ამის უფლება დეპუტატს არ ჰქონდა, რადგან პროექტი მის კომპანიას იმ პირობით დაუმტკიცეს, რომ გარე ფასადი უნდა შეენარჩუნებინა.   

მსგავსი სიახლეები