როგორ შემოენგრა "ოცნების" დეპუტატს თბილისის სტორიული კედელი
როგორ შემოენგრა "ქართული ოცნების" დეპუტატს თბილისის ისტორიული კედელი - ბეჟან წაქაძე ახლა თავის მართლების რეჟიმშია. ამბობს, რომ კედელი ისედაც იშლებოდა. ფაქტია, რომ ლაღიძის 12 ნომერში ოცნების ფავორიტი ბიზნესმენის მიერ დაწყებულმა მშენებლობამ დედაქალაქის ერთ-ერთი ცნობილი ფასადური ნაგებობა შეიწირა. ახლა მუნიციპალური სამსახური სწავლობს დაარღვია თუ არა მშენებლობის ნორმები წაქაძის კომპანიამ. თუმცა, დიდი ალბათობით, მერია ჯარიმით შემოიფარგლება, დეპუტატი კი თავის მრავალბინიან პროექტს წარმატებით განახორციელებს. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თბილისი ისტორიული კედლის გარეშე დარჩება.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.