პოლიციელი, რომელიც მოქალაქეს ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდა, 3 ათას ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს
პოლიციის თანამშრომელი, რომელიც მოქალაქეს ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლის მოსპობას ემუქრებოდა, 3 ათას ლარიანი გირაოთი გაათავისფლეს. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ამ საქმეზე ერთი თვის წინ დაიწყო, ირკვევა, რომ პოლიციელი თავის საქმიანობას აგრძელებდა.
"პირველები" დღეს შემთხვეის ადგილზე, არაგვისპირში ჩავიდა, თუმცა გიორგი გაგნიძე დაიმალა. დაზარალებულის ახლობლები კი ყვებიან, რომ ყაზბეგის რაიონულ სამმართელოს ეტექტივმა ის თანასოფლელს სამსახურეობრივი იარაღით თანასოფლელს დაემუქრა და მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ირკვევა, რომ კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო. 11-ში ზარი ინციდენტიდან რამდენიმე საათში შევიდა.
დღეს საგამოძიებო უწყებამ კიდევ 3 დანაშაულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ასევე პოლიციელები მონაწილეობდნენ, თუმცა ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ძალოვანია დაკავებული. საქმეები კი მძიმეა, მათ შორის, ოჯახური ძალადობის ფაქტები შვილების თანდასწრებით.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.