მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება - გარემოს ეროვნული სააგენტო

02.09.23 14:33
 მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება - გარემოს ეროვნული სააგენტო

2 და 3 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან 4 სექტემბრის დილამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები