ავარია ქობულეთში - დაღუპულია 3 ადამიანი
უმძიმესი ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე - TV25-ის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.
ირკვევა, რომ ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები დაეჯახა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
"ბათუმელების" ინფორმაციით, დაშავებულია 2 პირი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული 25 და 38 წლის კაცები თურქეთის მოქალაქეები არიან.