ოკუპირებულ ცხინვალში მყოფი ხანდაზმულებისთვის საშვების გაცემა იწყება
ოკუპირებულ ცხინვალში მყოფი ხანდაზმულებისთვის საშვების გაცემა იწყება - ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო ლიდერმა, ალან გაგლოევმა გადაწყვეტილება უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამოაცხადა.
დე ფაქტო ლიდერის სპეც ნებართვით საოკუპაციო ხაზს ის მოქალაქეები გადაკვეთენ, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშობლები, ბებიები და ბაბუები ჰყავთ.
რეგიონში დარჩენილ მოხუცებს ზამთრისთვის საჭირო პროდუქტებით მოამარაგებენ. შეზღუდვების მოხსნის პერიოდში ხანდაზმულებს შეეძლებათ, გადმოვიდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, აიღონ პენსია და ისარგებლონ სამედიცინო სერვისებით.
უცნობია, როდის დაიწყება სპეციალური საშვების გაცემა. წეროვანში მცხოვრები მოქალაქეები ამბობენ, რომ საშვებს ბოლო სამი წელია უშედეგოდ ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ, შესაბამისად, მათ გაგლოევის განცხადების არ სჯერათ.