კასში შშმ პირი სასტიკად სცემეს - დაშავებულს ნეკნები აქვს ჩამტვრეული
კასში შშმ პირი სცემეს. 33 წლის მამაკაცს დაზიანებები ადგილობრივებმა მიაყენეს. დაშავებულის მდგომაროება მძიმეა. შშმ პირს დაჟეჟილობები სახის არეში აღენიშნება, ნეკნები კი ჩამტვრეული აქვს.
დაშავებული კაცის დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილი 50 წლამდე კაცმა ჯერ მოტყუებით ქუჩიდან მანქანით წაიყვანა, შემდეგ კი ორ მეგობართაან ერთად სასტიკად სცემა.ქალის თქმით, პოლიციას დანაშაულის ჩამდენი პირები უკვე იდენტიფიცრებული ჰყავს. პოლიციელები ახლა ბრალდებულებს ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.
მოტყუებთ წაიყვანეს "დეილიდან" "გაგაკატევებთო". მცემესო. უთქვამს, სად მიგყავართ, გამიშვითო და არ უშვებდნენ. მინდორია, იქ საყარაულოც არის და იმ კაცმა ილაპარაკა ყველაფერი რაც მოხდა. დაჟეჟილი ჰქონდა ლოყა, თალი, ყური. ნეკნი გაუტეხეს და რავიცი, წააქციეს...მუშტი და წიხლი რომ აქვს ნარტყამი ვიცი. ვერ პოულობენ, - ამბობს დაშავებულის დედა.