დასეტყვილი ვენახები და განადგურებული ხეხილის ბაღები - კახელი გლეხები დახმარებას ითხოვენ
დასეტყვილი ვენახები, განადგურებული ხეხილის ბაღები და სახურავის გარეშე დარჩენილი სახლები - კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. რამდენიმე წუთიანმა სეტყვამ კახელი გლეხები მოსავლის გარეშე დატოვა. ფაქტრობივად, 100%-ით არის განადგურებულიიი ყურძენი. დაისეტყვაა საზამთროს ბაღებიც. ხალხი დახმარებას ითოვს.
სტიქიიდან მეორე დღეს, დილიდან კახელი გლეხები ხელისუფლების წარმომადგენლებს ელოდებიან. გლეხები კონკრეტული ჩასაარებელი პუნქტის გახსნას ითხოვენ, სადაც განადგურებულ მოსავალს მინიმალურ ფასადდ ჩააბარებენ.
აგილობრივები ამბობენ, რომ მტავრობას ისინი მხოლო წინასაარჩევნოდ ახსენდება.
100%-ით განადგურებულია, არაფერი აღარ დარჩა. ძალიან ძლიერი იყო სეტყვა, ქარიშხალი, ხეებს ამტვრევდა და პირდაპირ მიჰქონდა. ეს არის ჩვენთვის შემოსავლის ერთ-ერთი ყველაზე კარგი წყარო.დაგლიჯა ვენახები, სარები, ხალხს სახლები დაუნგრია, სახურავები გადახადა. ფაქტობრრივად, სოფელს გადაუარა. 6 ტონა კი არა, აქ შეიძლება 100 კგ აღარც დაიკრიფოს. არცერთი აღარ ვარგა მტევანი. ეს იყო დაახლოებით 3 ნახევარს გვიხდინენ ხოლმე კგ ყურძენი, როცა იყო ხოლმე კარგი ყურძენი. ერთი, 20 ათასი ლარის ზარალ ვნახეთ მარტი აი, ამ ვენახში და ასეთი უამრავია. ადგილობრივი ხელისუფლება ჯერ არავინ მოსულა, - ამბობს ადგილობრივი.
ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ მევენახეების დასახმარებლად ვერაფერს გააკეთებს. გლეხების თქმით, უმძმესი ზამტარი ელოდებათ, რადგან არ იციან, როგორ უნდა აინაზღაურონ ზარალი.