სახელმწიფო მზად არის, სეტყვით დაზიანებული ყურძენი 0.90 თეთრად ჩაიბაროს
კახეთში სეტყვის შედეგად დაზარალებულ გლეხებს სახელმწიფო ყურძნის ჩაბარებას 0.90 თეთრად სთავაზობს. ამის შესახებ განცხადებას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სახელმწიფო მზად არის, სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის.
სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" მზად არის მევენახე ფერმერებისგან მიიღოს და გადაამუშავოს სეტყვით დაზიანებული ყურძენი და 1 კილოგრამში 0.90 ლარი გადაუხადოს.
ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა.
რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება," - ნათქვამია განცხადებაში.
კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. რამდენიმე წუთიანმა სეტყვამ კახელი გლეხები მოსავლის გარეშე დატოვა. ფაქტრობივად, 100%-ით არის განადგურებულიიი ყურძენი.