ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება ჩოხატაურში - პოლიცია მოძალადეებს ამ დრომდე არ აკავებს
ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება ჩოხატაურში - პოლიცია ამ დრომდე მოძალადეებს არ აკავებს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ცემაში მხილებული "ოცნების" ყველა მხარდაჭერი თავისუფალებაზე რჩება. საჯარო მოხელეების და საკრებულოს დეპუტატების წინააღმდეგ ამ დრომდე არათუ გამოძიება, არამედ გამოკითხვების სერიაც კი არ დაწყებულა. ჩოხატაურის მთავარ სამმართველოსთან ამ დრომდე არ გამოჩენილა არცერთი პირი, ვინც დილით ოპოზიციის ადგილობრივ ლიდერებს მუშტებს ურტყამდა და აგინდება.
კლინიკაში რჩება დავით მჟავანაძე. "ნაციონალური მოძაობის" წევრს მძიმე დაზიანებები აღენიშნება. ნაცემია ენმ-ს კიდევ ერთი წევრი არჩილ სიხარულიძე. ექსპერტიზა ჯერჯერობით არ ჩატარებულა. მათი ჯანმრთელობის შესახებ შეფასება ცნობილი მოგვიანებით გახდება.
შემთხვევის ადგილზე ენმ-ს წევრები ოზურგეთს და ლანჩხუთის ორგანიზაციებიდან ჩავიდნენ. ისინი მომხდარს ხელისუფლების მხრიდან დაშნებას აფასებენ. ისინი მოძალადეების დაუყოვნებლივ დასჯას ითხოვენ.
ისინი არიან აგონიაში, რომლებიც ჩადიან დანაშაულს და დღეს ჩვენ ვიხილეთ ამ დანაშაულის ნათელი გამოვლინება თუ როგორ ჯგუფურად შეკრებილი „ოცნების“ პარტაქტივი გურიის მაჟორიტაორი დეპუტატის ჩიგოგიძის შნირთა მთელი „კამანდა“, რომლებიც არიან ტენდერებში, რომლებიც არიან დასაქმებული, რომლებსაც უხდის პირდაპირ თანხებს კორუფციულად მითვისებულს და ხალხისგან მოპარულს და ეს ადამიანები ესხმიან თავს მაჟორიტარებს, ჩვენი ორგანიზაციის თავმდჯომარეს გაუსწორდნენ ფიზიკურად და პოლიციის რაგირებაც იყო ნული ამასთან მიმართებაში. ეს ფაქტი უნდა გახდეს დასჯი მთავარი მოცემულობა, - ამბობენ ენმ-ს წევრები.