არაფერი აღარ დაგვრჩა, ეს იყო ჩვენი შემოსავლის წყარო - კახელი გლეხები შველას ითხოვენ
რატომ არ გამოიყენა სახელმწიფო კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტები - ადგილობრივები ეჭვობენ, რომ მთავრობამ აღნიშნული რაკეტები მხოლოდ მათთან დაახლოებული ადამიანების ვენახებზე გამოიყენა. მევანახეები ამბობენ, რომ უმძიმეს მდგომარეობაში არიან, არ იციან, როგორ დაფარავენ სესხებს, რომლებიც ვენახებისთვის გამოიტანეს. მათი თქმით, მოსავალას არ დაკრეფენ, რადგან შენარჩუნებული ნაყოფის რაოდენობა მინიმალურია და ჩაბარების შემთხვევაში 100 ლარსაც ვერ გამოიმუშავებენ.
სეტყვა იყო ძალიან მსხვილი და ალბათ ნახევარი საათი მაინც გაგრძელდა. ნახეთ,რ აას ჰგავს აქაორობა. ქვევით ნესვები საერთო სულ გაგვინდაგურა. იქიდან ვიღებდით შემოსავალს. არაფერი აღარ დაგვრჩა. ეს იყო ჩვენი შემოსავლის წყარო. არაფერი გასროლის ხმა არ გაგვიგია.ს ხვა დროს რომ გაიგებდნენ და ღრუბელს შეხედავდნენ, მაშინვე იყო რეაგირება სხვა წლებში, - ამბობს ადგილობრივი.
მძიმე მდგომარეობაა სახლებშიც, ბინებშ წყალია შესრული. ადგილობრივებმა დახმარება ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვეს, თუმცა ამ დრომდე მათთან არავინ მისულა.
ადგილობრივი ხელისუფლება "პირველებთან" ამბობს, რომ მზად არიან ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში აქტიურ ჩაერთონ და დაეხმარონ მოსახლეობას, რომელტა სახლებიც დაზიანდა, თუმცა არაფერს ამბობენ იმაზე, რა გეგმა აქვთ მევენახეების დახმარებასთან დაკავშირებით.
თელავის, ახმეტის, გურჯაანის და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში დაისეტყვა ვენახები. რთველის სტაფთან კოორდინაციის შედეგად მოხდა ღვინის ქარხნების გახსნა და დღესვე შეეძლებათ გლეხებს დაზიანებული ყურძენი ჩაიბაროს სახელმწიფომ 90 თეთრად. ზარალის დათვლის მუდმივმოქმედმა კომისიამ გუშინ გვიან ღამითვე დაიწყო მუშაობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზიანის დათვლა. როდესაც მოხდება უმოკლეს ვადაში ზარალის აღწერა, მოხდება შესაბამისი პროცედურების გავლა და დავეხმარებით მოსახლეობას დაზიანებული სახლების სახურავების აღდგენაში, - ამბობს კახეთის გუბერნატორი გიორგი ალადაშვილი.