ძალადობა შშმ პირზე - პოლიცია დამნაშავის კვალზე ამ დრომდე ვერ გადის
შშმ პირის ცემის საქმეზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო. გომელაურის უწყებამ კასპში მომხმდარი უმძიმესი ინციდენტის შემდეგ მოკვლევა 126-ე, ძალადობის მუხლით გადაწტყვიტა.
ამ დრომდე სამართალდამცველები დამნაშავის კვალზე ვერ გადიან. 50 წლამდე მამაკაცს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. დაზარალებულის ოჯახი დარწმუნებულია, რომ ინციდენტში სხვა პირებიც მონაწილეობდბენ და ყველა მათგანის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.
ექიმი, რომელმაც 33 წლის გიორგი ედიშერაშვილს პირველადი დახმარება გაუწია, ამბობს, რომ მას მძიმე დაზიანებები აღენიშნება.
ღია ჭრილობა ჰქონდა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ყბის ძვლის მოტეხილობა იყო, თავის ქალას ტრავმა იყო. რატომ და რაზე, ვერ გეტყვით ვერაფერს, - ამბობს ექიმი.