"ნეკნები, ყველაფერი ჩამტვრეული აქვს, ქვით არის ნაცემიო" - კასპელები შშმ პირის ცემაზე

03.09.23 16:15
"ნეკნები, ყველაფერი ჩამტვრეული აქვს, ქვით არის ნაცემიო" - კასპელები შშმ პირის ცემაზე

ძალადობა შშმ პირზე კასპში - ადგილობრივი მომხდარის შესახებ ყვებიან. 33 წლის გიორგი მეზობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდა კაცი ქვებით სცემეს. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ დამნაშავეს 33 წლის კაცის მოკვლა უნდოდა. 

იქ ყოფილა, „ლიბრეში“, წვენი უყიდია და მანქანაში თითქმის ძალით ჩაუსვამთ. მერე კიდევ მეორე შავი მანქანა ასდევნებიათ. ამ ბავშვს უთქვამს, გონებას რომ ვკარგავდიო, წყალი დაუსხამთ და უთქვამთ, რომ „მოკვდაო“ და წყალი რომ შეასხეს, დავინახე, რომ მეორე მანქანაც შემოვიდაო და ამ დროს უკვე გონება დაკარგა. იქიდან მოიყვანა ვითომ ყარაულმა. არ ვიცი, როგორ შეძლო სიარული, იმიტომ, რომ ნეკნები, ყველაფერი... ქვით არის ნაცემიო. ქვრივიშვილია, ძალიან კარგი პოლიციელია და გამწარებული დაეძებს, ის ბავშვი რომ უნახავს, ვიტირეო, ისეა ნაცემი. ე.ი. მაგ ბავშვის მოკვლა უნდოდათ, - ამბობს ადგილობრივი.
 

კასპში 33 წლის შშმ პირი სასტიკად სცემეს. გიორგი ედიშერაშვილს ნეკნები აქვს ჩამვტრეული და სახეზე დაჟეჟილობები აღენიშნება. მისი მდგომარეობა მძიმეა.  

მსგავსი სიახლეები