დაუსაბუთებელი დანამატები და უფუნქციო თანამშრომლები - ფინანსური მონიტორინგის სამსახური სკანდალში ეხვევა
დანამატები დასაბუთების გარეშე და უფუნქციო თანამშრომლები - ფინანსური მონიტორინგის სამსახური თანხების არამიზნობრივ ხარჯვაშია მხილებული. აუდიტის სამსახურმა დაასკვნა, რომ უწყება, რომელიც პრემიერ ღარიბაშვილს ექვემდებარება, კანონის დარღვევით მუშაობს. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის აღსაკვეთად შექმნილმა ორგანომ, როგორც ირკვევა, მხოლოდ 400 ათასი ლარი თანამშრომლებს დანამატის სახით ისე მისცა, რომ ამის აუცილებლობა არც კი დაასაბუთა. მეტიც, სახელფასო დანამატებს აძლევენ ადამიანებს, რომელთა ფუნქცია-მოვალეობაც ვერავინ დაადგინა.
აუდიტის სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ უწყების კუთვნილ ავტომობილებს თანაშმრომლები პირადი მიზნებისთვის იყენებდნენ.
ოპოზიცია საქმის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.
თანხა, რომელიც გაცემულია ბიუჯეტიდან და იგი არ საბუთდება, ნიშნავს, რომ იგი მოიპარეს და ფულის მოპარვა არის ქურდობა და ქურდობა არის დასჯადი საქართველოს კანონმდებლობით. გამომდინარე აქედან, ამ დასკვნის საფუძველზე აუცილებლად უნდა დადგეს როგორც კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ასევე იმ პოლიტიკური გუნდის საკითხი, რომელმაც ეს ადამიანები დანიშნა გარკვეულ თანამდებობებზე. ორგანიზაცია, რომელიც შემოწმდა, საქართელოში აკონტროლებას ფულის მიმოქცევას, რომ მაგალიტად, ფული არავინ გაათეთროს და წარმოიდგინეთ, რომ ეს მაკონტროლებელი ორგანო სხვა და სხვა სახით ბიუჯეტიდან იპარავს ფულს, - ამბობს ბესიკ დონაძე.
"ლელოს' წევრი თამაზ დათუნაშვილი ამბობს, რომ პრემიერმა ქვეყანაშ საბჭოტა დროინდელი კორუფციული სისტემა მოაბრუნა.
ღარიბაშვილმა, კორუფციის გამო ერთხელ გაგებულმა პრემიერ-მინისტრმა, მოაბრუნა სრული მასშტაბით საბჭოთა დროინდელი კორუფციული სისტემა ხელისუფლებაში აბსოლუტურად ყველა დონეზე, აბსოლუტურად სკისტემის ყველა ერთეულში ეს იქნება სსიპი, ეს იქნება სამინისტრო დღეს აღებ-მიმცემლობა ისეთივე ნორმა გახდა, როგორც ეს იყო 1970-იან წლებში საქართველოში, - ასმბობს თამაზ დათუნაშვილი.
"პირველები" განმარტებებს ფინანსური მონიტორიმგის სამსახურიდან მთელი დღის განმავლობაშ ელოდა, თუმცა ისინი დუმილის რეჟიმში არიან.
აუდიტის სკანდალური დასკვნა 1 სექტემბრით თარიღდება.