მთავრობა სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებს არაეფექტურად იყენებს - ბესიკ დონაძე

03.09.23 17:58
მთავრობა სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებს არაეფექტურად იყენებს - ბესიკ დონაძე

"ევეროპული საქართველოს" წევრი ბესიკ დონაძე მიიჩნევს, რომ კახეთში დასეტყვილ ვენახებზე პასუხისმგებლობა მთავრობას, კონკრეტულად კი თავდაცვის სამინისტროს "დელტას" ეკისრება. ოპოზიციის წევრის თქმით, დელტა სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებს არაეფექტურად იყენებს. 

მთავრობა არაეფექტურად იყენებს სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებს და მათი არაეფექტური ქმედება აისახება მოსახლეობაზე და ღებულობს ძალიან სოლიდურ და დიდ ზარალს. მხოლოდ ამ წელს 2023 წელს მლიონ 800 ათასი ევრო დაიხარჯა სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების შესაძენად, აქედან 800 ათას ევროზე მეტი დაიხარჯა მარტის თვეში, ხოლო 900 ათას ევროზე მეტი დაიხარჯა ივნისის თვეში, მაგრამ სამწუხაროდ, შედეგი არ აქვს, იმიტომ, რომ სისტემა ვერ მუშაობს. პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და ასევე, პასუხისმგებლობა ეკისრება ინდივიდუალურად იმ ადამიანებს, რომლებიც ამას უნდა იყენებდნენ ეფექტურად იქ ადგილზე, ადამიანები, რომლებიც უნდა მუშაობდნენ. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს დელტამ, ტავდაცვის სამინისტროს უწყებამ, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია აღნიშნული სეტყვის სააწინააღმდეგო რაკეტების გამოყენებაზე, - ამბობს ბესიკ დონაძე. 

კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. რამდენიმე წუთიანმა სეტყვამ კახელი გლეხები მოსავლის გარეშე დატოვა. ფაქტრობივად, 100%-ით არის განადგურებულიიი ყურძენი. დაისეტყვაა საზამთროს ბაღებიც. ხალხი დახმარებას ითოვს. 

მსგავსი სიახლეები