400 ათასი ლარი პრემიებში - ფინანსური მონიტორინგის სამსახური ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაშია მხილებული
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად ზრუნვა საკუთარ ჯიბეზე - ფინანსური მონიტორინგის სამსახური დიდ სკანდალში გაეხვა. აუდიტის ერთმა სკანდალურმა დასკვნამ, ცნობილი გახადა, რაში იხარჯება ხალხის ფული. უწყებამ, რომლის ხელმძღვანელსაც პრემიერი ღარიბაშვილი ნიშნავს, როგორც გაირკვა, საკუთარ მაღალჩინოსნებს პრემიის სახით 400 ათასი ლარი მისცა, თუმცა რა იშრომეს და იმუშავეს ისეთი, რომ ხელფასის გარდა, დანამატიც დაიმსახურეს, ამ დრომდე უცნობია.
აუდიტმა გამოავლინა ეგრედ წოდებული მკვდარი სულებიც უწყებაში. ანუ საჯარო მოხელეები, ვინც არაფრის კეთებაში ხელფასსაც იღებენ და დანამატსაც. მეტიც, უჩინარი საჯარო მოხელეების მოვალეობების შესახებაც კი მწირი ინფორმაციაა ცნობილი,
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.