გურჯაანში 89 წლის კაცმა 35 წლის მეზობელი სანადირო თოფით მოკლა
გურჯაანში მეხანძრე-მაშველი მოკლეს. სისხლიანი ანგარიშსწორება სოფელ ვეჯინში მოხდა. 89 წლის პენსიონერმა 35 წლის მეზობელს ტყვია სანადირო თოფიდან ესროლა.
გარჩევა მიწის ნაკვეთის გამო მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მოხუცი მეზობელს ედავებოდა გზას, რომელიც მათ ნაკვეთებს ჰყოფდა. სოფელში ჩასულ ბექა ჯანიაშვილს პენსიონერმა ჩასაფრება მოუწყო და საფანტი ტყვია გულმკერდის არეში ესროლა.
ინფორმაცია ჯანიაშილის მკვლელობის შესახებ მამამ გაავრცელა. მან საკუთარი შვილის ყვირილი და გასროლის ხმა გაიგო და 112-ში დარეკა.
ჩასაფრებული იყო და ესროლა... მე თვითონ ქვევით ვიყავი და ჩემი შვილის ხმა გავიგე "ვაიმეო". "შვილო,"- მე ვუთხარი, "გესროლა!" და რამდენიმე მეტრი გაიარა. მე რომ უკვე მივედი, წაიქცა ახლოს... 90 წლის კაცმა გაიმეტა, რისთვის?!, ეს ჩემი მეორე შვილი... პირველიც დამეღუპა და ახლა მეორე, - ამბობს ჯანიაშვილის მამა.
კოლა გაბიტაშვილს პოლიციამ ხელბორკილები ცხელ კვალზე, შემთხვევიდან რამდენიმე წუტში დაადეს.