საგამოძიებო კომისიის შექმნა შოვის ტრაგედიაზე - ენმ საკითხზე მსჯელობას მიმდინარე კვირაში ითხოვს
"ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს, პარლამენტში მიმდინარე კვირას დაიწყოს მსჯელობა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, რომელიც შოვში განვითარებულ მოვლენებს შეისწავლის. საკითხზე ამ წუთებში ბიუროს სხდომაზე მსჯელობენ, რომელიც ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
მიგვაჩნია, რომ საჯარო დისკუსია, რომელიც უნდა შედგეს პარლამენტში კომისიის შექმნის საკითხის ირგვლივ, ისევე, როგორც ინტერპელაციის პროცედურა, რომელიც შედგება ამ თვის ბოლოს, ასევე მისცემს შესაძლებლობას სწორედ ამ პარლამენტის წევრებს, რომ დაინახონ მიზანშეწონილობა კომისიის შექმნის, როგორც სიმართლის დადგენის სინტრუმენტის. გავაგრძელებთ კონსულტაციებს აბოსლუტურად ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ენმ-ს მოთხოვნა გახარიას საპარლამენტო გუნდის მხრიდან მათზე თავდასხმის ახალი მიზეზი გახდა. "მიზანმიმართული მავნებლობა ან დაუფიქრებლობა" - ასე შეაფასა დღეს გახარიას საპარლამენტო გუნდმა "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნა.
ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ენმ-ს, რომ მათ სწორი პოზიციონირება გაეკეთებინათ საგამოძიებო კომისიასტან მიმართებაში. ჩვენ მოვუწოდეთ მათ, რომ არ მიხმარებოდნენ „ქართულ ოცნებას“ პასუხისმგებლობის არიდებაში. ეს არის ან მიზანმიმართული მავნებლობა ან პოლიტიკურად აბსოლუტურად მიზანშეუწონელი ნაბიჯი და ჩვენ ნამდვილად ვერ შევუწყობთ ხელს იმას, რომ ეს თემა, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანია მთელი საზოგადოებისთვის, რომელიმე პარტიამ და მათ შორის, ენმ-მ პოლიტიკურ დღის წესრიგში რაღაც საკითხების გადასაფარად გამოიყენოს, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ენმ-გან განსხვავებული პოზიცია აქვს "ქართულ ოცნებასაც", რომელიც ამბობს, რომ თუ საკითხი მიმდინარე კვირაში განიხილება, მაშნ კენჭისყრაც მიმდინარე კვირაში უნდა იყოს, რაც ენმ-თვის მიუღებელია. მიმდინარე კვირაში ოპოზიციას კენჭისყრისთვის ხმები არ ჰყოფნის.
ოპოზიციაშიც ვხედდავთ, რომ ამაში ერთიანობა არ არის. ეს ცხადია და ჩანს კიდეც, რომ არის კიევ ერთი პოლიტიკური რადიკალური დღის წესრიგის შექმნა, შემოტანის მცდელობა, საგამოძიებო კომისია. კიდევ ერთხელ, კითხვა თუ აქვთ რაიმე, ინტერპელაცია სწორედ ამისთვის არსებობს, რომ დაიბარონ ის ანგარიშვალდებული სტრუქტურები საქართელოში და ინტერპელაციის წესით გასცემენ პასუხს. საგამოძიებო კომისია რა დამატებით საშუალებას აძლევთ, ჩემთვის გაუგებარია, - განაცხდა პაპუაშვილმა.