ქობულეთის მერიის თანამშრომელმა ქალზე იძალადა - ვიდეო ადგილიდან
TV25.GE ქობულეთის მერის წარმომადგენლის მხრიდან, ქალზე ძალადობის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.
TV25.GE-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ქობულეთის მერის წარმომადგენელი თანასოფლელ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევა სოფელ ლეღვას ცენტრში მოხდა. ფაქტს ათეულობით თვითმხილველი ჰყავს.
ქალი სოფლის მაღაზიაშია დასაქმებული და მასზე ფიზიკურად სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა საჯარო მოხელემ იძალადა.