"მავნებელი, არაადამიანი, სამარცხვინო" - დაპირისპირება შოვის კომისიაზე
დაპირისპირება შოვის კომისიაზე - ხმაურის გამო დეპუტატებს მიკროფონები რამდენჯერმე გამოურთეს. თინა ბოკუჩავა ამტკიცებს, რომ "ოცნების" წევრმა ქადაგიშვილმა ოპოზიციის მისამართით გინება სწორედ ამ დროს დაიწყო. თუმცა ეს ყველაფერი არ არის.
"მავნებელი, არაადამიანი, სამარცხვინო" - ამ სიტყვებით მიმართავდა პარლამენტის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას ბიუროს სხდომაზე. ეს კი მხოლოდ იმიტომ,რომ ოცნება მიზანმიმართულად უშლის ხელს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას და შოვის ტრაგედიის შესახებ არსებულ კითხვებზე პასუხების მიღებას.