ბორჯომში 35 წლის კაცი მე-5 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
ბორჯომში, 3 სექტემბერს, ხუთსართულიანი შენობიდან 35 წლის კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა. "სამხრეთის კარიბჭის" ცნობით, ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროში გადაასვენეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.
გამოცემის ცნობით, გარდაცვლილი შპს "ბესთ ბილდ გრუპში" იყო დასაქმებული, რომელიც ბორჯომში სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა. მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად რედაქციამ კომპანიასთან დაკავშირება სცადა, თუმცა მათ კომენტარზე უარი განაცხადეს.
რა მუხლით დაიწყო შსს-მ მომხდარზე გამოძიება და დაიწყო თუ არა შრომის ინსპექციის სამსახურმა მომხდარის მოკვლევა, ამ ეტაპზე უცნობია.