გურჯაანში მომხდარი სასტიკი მკვლელობის მძიმე გაგრძელება - დაკავებულ 85 წლის კაცს შვილიშვილმა ფერმა გადაუწვა?
გურჯაანში მომხდარი სასტიკი მკვლელობის მძიმე გაგრძელება - გვიან ღამით, მკვლელობაში ბრალდებული, 85 წლის კოლა გაბიტაშვილის ფერმა დაწვეს.
ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი ადგილზე დაკავებულის შვილიშვილმა გააჩინა, რომელიც მოკლული ბექა ჯანიაშვილის ახლო მეგობარი იყო.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. ადგილზე პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში პატრულირებდა.
ადგილობრივების თქმით, სასტიკი მკვლელობა გურჯაანში ნაკვეთის გამო მოხდა. 35 წლის კაცს მეზობელმა ჯერ ჩასაფრება მოუწყო, შემდეგ კი სოფლის ფარდულში სანადირო თოფით მოკლა.