ბაბუშერას აეროპორტს სავარაუდოდ რუსი ინვესტორები ააშენებენ
ბაბუშერას აეროპორტს სავარაუდოდ რუსი ინვესტორები ააშენებენ - რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო ისტორიული აეროპორტის მშენებლობისთვის ინვესტორს ეძებს.
აფხაზეთის დე ფატქო ხელისუფლების მთავრობამ აეროპორტის ოკუპანტებისთვის გადაცემის გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო შემდეგ კი ე.წ. პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა.
სოხუმის აეროპორტის რეაბილიტაციით ორი რუსული კომპანია უკვე დაინტერესებულია და ეს იმ ფონზე როდესაც „იკაო“ 2006 წლიდან სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, რადგან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს.