ქართველი კრიმინალური ბანდის დაკავება ესპანეთში - როგორ მოქმედებდნენ დამნაშავეები?
ესპანეთში ქართველი მძარცველების ნაწილი ციხეში ბრალის წარდგენას, ნაწილი კი დაკავებას ელოდება. ესპანეთის პოლიცია კრიმინალური ბანდის ქართველ კანონიერ ქურდებთან კავშირებს ეძებს.
ამ დროისათვის საქართველოს 3 მოქალაქეა დაკავებული. მათ წინააღმდეგ მადრიდის პოლიციამ მნიშვნელოვანი მტკიცებულება მოიპოვა. საქმის მასალებში დევს ვიდეო-სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც ჩანს სქემა, რომლის მეშვეობითაც უკანონოდ იჭრებიან ქართული ბანდის წარმომადგენლები სახლებში. ასევე, მათი საცხოვრებელი სახლიდან დიდი ოდენობით ნაღდი ფულია ამოღებულია. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ასევე ათობით ძვირფასი საათი, ოქროს ნივთები და ფული.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება ცოტა ხნის წინ მადრიდის საგამოძიებო უწყებაში გაკეთდა, სადაც თქვეს, რომ პოლიცია დაჯგუფების ათობით თანაზმარხველს კიდევ ეძებს.
ეროვნული პოლიციის აგენტებმა ქართული წარმოშობის ორგანიზაციის 3 წევრი დააკავეს. ეს არის დანშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც სახლებს სხვა და სხვა ქვეყანაში ძარცვავს და ქართელი კანონიერი ქურდის მიერ იმართება. დაჯგუფების წევრები, პირველ ეტაპზე, პლასტმასის მარკერებს და უხილავ ძაფებს ტოვებდნენ ფერმასა თუ ბინებშ, რომელთა გაძარცვასაც აპირებდნენ. ასე არვევდნენ გაღებული იყო თუ არა კარი რამდენიმე დღის განმავლობაში ანუ სახლში მაცხოვრებლები იყვნენ თუ არა. დღის განმავლობაში სხვა და სხვა უბანში ათობით ყაჩაღობა ხდებოდა, რის შემდეგაც დამნაშავეები ტერიტორიას შეუმჩნევლად ტოვებდნენ. საცხოვრებელი ქალაქების ცვლილებებისას ისინი რჩებოდნენ ტურისტულ აპარტამენტებში ან სხბა ეროვნებით ქართველის საცხოვრებელ ბინებში, - განაცხადეს მადრიდის პოლიციაში.
ესპანური მედიის ცნობით, დანაშაული ტრანსნაციონალურია და ესპანეთი ერთადერთი ქვეყანა არ არის, სადაც კანონიერი ქურების ორგანიზებით ბანდები სახლებს ძარცვავდნენ.
მომხდარზე ესპანური პოლიცია გამოძიების აგრძელებს.