ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს - როგორ მუშაობდა სქემა?

05.09.23 20:32
ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს - როგორ მუშაობდა სქემა?

 

 

ესპანეთში  ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს. სამართალდამცველებმა ისინი ქვეყნის ერთ-ერთ პროვინციაში იმ დროს აიყვანეს, როდესაც მორიგ ქურდობას გეგმავდნენ. ესპანეთის პოლიციის ცნობით, ეს დანაშაულებრივი ჯგუფი ქართული წარმოშობის ტრანსნაციონალური ორგანიზაციის ნაწილია, რომელიც სახლებს  ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე  ძარცვავდა. 

დაჯგუფების წევრები დღეში ათობით სახლს წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით თავს ესხმოდნენ. ჯერ რამდენიმე ობიექტს ერთ ქალაქში  ქურდავდნენ, შემდეგ კი სხვაგან გადადადიოდნენ.  ირკვევა, რომ დაჯგუფებას ე.წ  კანონიერი ქურდები მართავდნენ. სწორედ მათი მითითებით  არჩევდნენ  მძარცველები  წინასწაარ  ძვირადღირებულ ვილებსა და სავაჭრო დაწესებულებებს. ჩხრეკის შედეგად ესპანელმა სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებებად ამოიღეს სამკაულები, მობილური ტელეფონები და  ნაღდი ფული.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები