გაიცა 393 784 ლარის დანამატი, ზეგანაკვეთური მუშაობა დოკუმენტურად არ დასტურდება - აუდიტის სამსახური
გაიცა 393 784 ლარის დანამატი, ზეგანაკვეთური მუშაობა დოკუმენტურად არ დასტურდება - სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სსიპ – ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2021-2022 წლების საფინანსო-ეკონომიური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.
გარდა ამისა, აუდიტი ამბობს, რომ 2021-2022 წლებში ვაკანტური თანამდებობების არსებობის პირობებში, შრომითი ხელშეკრულებით ხანგრძლივი დროით დასაქმებული იყო 5 პირი:
"ვერ იქნა წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმებულ პირთა მიერ შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე მიუთითებს და წარმოშობს ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე გაცემული ანაზღაურების პროცესის გამჭვირვალობის რისკებს".- წერია განცხადებაში.
უწყების ცნობით, სამორიგეო ავტომობილით ფაქტობრივად სარგებლობდა მხოლოდ ერთი თანამშრომელი. გამომდინარე იქიდან, რომ არ ხდებოდა ავტომობილზე კონტროლი, შეუძლებელი იყო მისი ყოველდღიური გადაადგილების და ლიმიტით განსაზღვრული საწვავის მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებისთვის ხარჯვის კონტროლის უზრუნველყოფა.