თბილისში ახალგაზრდა ბიჭს ეძებენ
თბილისში ახალგაზრდა ბიჭს, თორნიკე კიკნაძეს ეძებენ. ოჯახის ნათესავების ინფორმაციით, ის 5 დღეა არ გამოჩენილა.
ბოლოს დაკარგულთან კონტაქტი 1 სექტემბერს ჰქონდათ. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური.
ოჯახს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე - 592 06 80 08.