უბედური შემთხვევა თუშეთში - უცხოელი ტურისტი ხევში გადავარდა
უბედური შემთხვევა თუშეთში - უცხოელი ტურისტი, რომელიც მოტოციკლით მგზავრობდა სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა.
ირკვევა, რომ ახალგაზრდა კაცი ომალოდან ფშავის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ხევში გადავარდა.
ფაქტს გარდაცვლილის მეგობრები შეესწრნენ და სამაშველო სამსახური გამოიძახეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცხედარი ხევიდან ამ დროისთვის უკვე ამოსვენებულია და მიმდინარეობს მისი იდენტიფიცირებისთვის საჭირო პროცედურები.