რუმინეთი ადასტურებს, რომ მათ ტერიტორიაზე რუსული დრონი ჩავვარდა

06.09.23 17:13
რუმინეთი ადასტურებს, რომ მათ ტერიტორიაზე რუსული დრონი ჩავვარდა

რუმინეთის თავდაცვის მინისტრი ანგელ ტილვარი ადასტურებს, რომ  რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ნაწილები რუმინეთის ტერიტორიაზე დაეცა მას შემდეგ, რაც მან  უკრაინის პორტს მდინარე დუნაიზე დაარტყა. დუნაი გაიდს ორ ქვეყანას შორის საზღვრის გასწვრივ მდებარეობს.

ცხადია, რომ საკმაოდ მოკლე დროში რუსეთმა უკრაინის საპორტო ობიექტებსა და საწყობებზე თავდასხმების სერია განახორციელა, ამიტომ ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია ზომების გამკაცრება. ჩვენ უფრო მეტი სამეთვალყურეო პუნქტები და მერი პატრული გვექნება. ამასთა,. ჩენს მიერ გამოყენებული მოწყობილობა მუშა მდგომარეობაშია და მაღალი ყურადღების ფაზაშია, - განაცხადა მინისტრმა. 

უკრაინამ ორშაბათს განაცხადა, რომ რუსული დრონები  ნატოს წევრი რუმინეთის ტერიტორიაზე აფეთქდნენ, თუმცა მაშინ თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ დაგმო თავდასხმა ამ კვირის დასაწყისში და მას უწოდა "გაუმართლებელი" უწოდა.  მისი თქმით, მომხდარი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წესებთან წინააღმდეგობაშია. 

ცნობისთვის, 6 სექტემბრის ღამეს რუსეთმა დრონებით იერიში მიიტანა ოდესის ოლქის იზმაილის რაიონზე, რომელიც მდინარე დუნაიზე მდებარეობს. რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ კიპერის განცხადებით, დაიღუპა სასოფლო-სამეურნეო საწარმოს თანამშრომელი.

მსგავსი სიახლეები