სად არიან ფსიქოლოგები? - დაპირების მიუხედავად, შოვის სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ფსიქოლოგიური დახმარება არ მიუღიათ

06.09.23 17:33
სად არიან ფსიქოლოგები? - დაპირების მიუხედავად, შოვის სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ფსიქოლოგიური დახმარება არ მიუღიათ

"სად არიან ფსიქოლოგები? კიდევ რამდენ ხანს ველოდო? აწი ფსიქიატრები დაგვჭირდება და ბარემ, პირდაპირ მაგაზე დაიწყეთ ზრუნვა" - მთავრობის დაპირების მიუხედავად, შოვის სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ფსიქოლოგიური დახმარება ამ დრომდე არ მიუღიათ.

კითხვები დღეს მარიტა გუტაშვილმა დასვა, რომლის ოჯახის წევრები სტიქიას ემსხვერპლნენ: 

 თუ ჩემს პოსტამდე იყო დაწყებული ზრუნვა ფსიქოლოგების საკითხთან დაკავშირებით, ამდენ ხანს რატომ არავინ მიკავშირდება? გადაცემულია მონაცემები წინა კვირიდან... ჩვენამდე მოსასვლელად ფსიქოლოგებს ტრენინგს ვუტარებთ თუ რაშია საქმე? იმედია, ტენდერი არ გამოგიცხადებიათ" | წერს მარტია გუტაშვილი, რომელმაც შოვის ტრაგედიის დროს ოჯახის წევრები დაკარგა და საქართველოს მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს

მსგავსი სიახლეები