სამძებრო სამუშაოები მტკვარზე - ავჭალაში 13 წლის მოზარდს ეძებენ
მეორე დღეა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს ავჭალაში - მაშველები მდინარე მტკვარში 13 წლის მოზარდს ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, ბიჭი მდინარეში შემთხვევით ჩავარდა, 112-ში კი ზარი მისმა მეგობარმა განახორციელა, რომელიც ფაქტის თვითმხილველია.