ბათუმში 10 წლის ბიჭს ხელში მაშხალა აუფეთქდა - მოზარდმა თვალი დაკარგა
ბათუმში 10 წლის ბიჭს ხელში მაშხალა აუფეთქდა - დაშავებული ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა - ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.
აფეთქების შედეგად ბავშვმა მძიმე დაზიანებები მიიღო სახის არეში, ერთი თვალი დაკარგა, მოხერხდება თუ არა მეორე თვალის გადარჩენა, ჯერჯერობით უცნობია. ბავშვი თბილისშია გადაყვანილი და დღეს კიდევ ერთ ოპერაციას გაუკეთებენ.