"სათევზაოდ გაპარულან" - მტკვარში 13 წლის მოზარდს სამძებრო ღონისძიება გრძელდება
ამ დრომდე მაშველები უშედეგოდ ეძებენ მდინარეში გაუჩინარებულ 13 წლის მოზარდს. სამძებრო სამუშაოები მტკვარში ტარდება. არეალი ავჭალის დასახლებაა. მყვინთავები და მაშველები შეუსვენებლად მუშაობენ. უკვე 18 საათზე მეტია გაუჩინარებული მოზარდის ძებნა მიმდინარეობს.
პერიმეტრი გადაკეტილია. მოსახლეობა ამბობს, რომ მდინარის ეს მონაკვეთი საფრთხის შემცველ ზონად ითვლება, თუმცა ამ დრომდე ნაპირთან შემაკავებელი კონსტრუქციების ან გამაფრთხილებელი ნიშნების დადგმაა არავის უცდია.
ადგილობრივების თქმით, ბავშვები ხშირად იპარებიან მტკვარზე, მდინარეში კი არის საშიში ადგილები. გარდა ამისა, ადგილობრივები ამბობენ იმასაც, რომ ბევრი ადამიანი შეეწირა მტკვრის ამ კონკრეტულ მონაკვეთს.
მოხდა ისე, რომ სათევზაოდ გაპარულან და ბავშვს ფეხი დაუცდა ან რაღაცა, მეორეს შველა უნდოდა ვერ უშველა და დღემდე უშედეგოდ ეძებენ . ძალიან ხშირი შემთხვევაა, რომ ბავშვები გაპარულან. არის რაღაც ადგილები, რომელიც საშიშია", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
შეგახსენებთ, რომ მეორე დღეა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ბიჭი მდინარეში შემთხვევით ჩავარდა, 112-ში კი ზარი მისმა მეგობარმა განახორციელა, რომელიც ფაქტის თვითმხილველია.