დევნილების პრობლემების გაშუქების შემდეგ, BAUMEISTER-ის წარმომადგენელმა, "პირველის" რეპორტიორებს შეურაცხყოფა მიაყენა
თავდასხმა "პირველების" გადამღებ ჯგუფზე - დევნილების პრობლემების გაშუქების შემდეგ, კომპანია BAUMEISTER-ის წარმომადგენელმა, "ტვ პირველის" რეპორტიორებს შეურაცხყოფა მიაყენა.
ჟურნალისტი ცდილობდა, სამშენებლოო კომპანიის პოზიციის გაგებას, აპირებს თუ არაა ვახტანგ გომელაურის მეგობარი ბიზნესმენი დევნილების სახლების დანგრევას?
კითხვებზე საპასუხოდ კი გავიდა ადამიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ კომპანია BAUMEISTER-ის მენეჯმენტის წევრია. შეურაცხყოფის გარდა, ვინმე გიორგიმ ფაქტობრივად დააანონსა, რომ თუ დასჭირდებათ, 40-მდე ოჯახს სახლების გარეშე დატოვებენ და ნოზაძის ქუჩაზე ძველი კორპუსის ნგრევას დაიწყებენ.
დევნილები აპროტესტებენ მშენებლობას, რომელიც მათ სახლებს ანგრევს. კომპანია BAUMEISTER-მა წითელი ხაზები შუა კორპუსში გაავლო. დევნილების თქმით, თუ ვახტანგ გომელაურის მეგობარი ბიზნესმენი მოინდომებს, მას შეეძლიათ, ხალხი უსახლკაროდაც კი დატოვოს.
ამ ეტაპზე გარკვეული შეთანხმება არსებობს, სამშენებლო სამუშაოების არეალი არსებული ძველი შენობიდან რამდენიმე მეტრამდე მივა,მაგრამ საქმე ასე ვერ მოგვარდება, რადგან ადგილი, რომელიც ხალხს გასასვლელად რჩება, ერთი ადამიანის გადასაადგილებლადაც კი ცოტაა, რომ არაფერი ვთქვათ ექსტრემალურ სიტუაციებზე და პირობითად სასწრაფო დახმარების ჯგუფის ადგილზე მისვლაზე. აფხაზეთიდან დევნილები აცხადებენ, რომ მათი უფლებები იზღუდება.
საქმე ეხება BAUMEISTER-ის კომპანია მშენებლობას. "ტვ პირველის" შაბათის ეთერის ჟურნალისტური გამოძიებით დადგენილია, რომ მილიონიანი სამშენებლო ბიზნესი ვახტანგ გომელაურის მეგობრის ხელშია.