განადგურებული მოსავალი, მოგლეჯილი ხეები, დატბორილი ეზოები - სტიქია ლაგოდეხში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიამ რამდენიმე სოფელი დააზარალა. ძლიერი სეტყვისა და ქარის შედეგად სოფლებში - კაბალში, გურგენიანსა და ბაისუბანში მოსავალი განადგურდა. დასეტყვილი და დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები.
სანიაღვრე არხებმა უხვი ნალექი ვერ გაატარა, რის გამოც დატბორილია რამდენიმე სახლის ეზო, გარდა ამისა, მოგლეჯილია ხეები და განადგურებულია მოსავალი. ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა, დაახლოებით, 15 წუთის მანძილზე გაგრძელდა.