გორში სამშენებლო მასალების მაღაზიების მფლობელს მანქანა გადაუწვეს

07.09.23 17:31
გორში სამშენებლო მასალების მაღაზიების მფლობელს მანქანა გადაუწვეს

სავარაუდო ბიზნეს რეკეტი - გორში სამშენებლო მასალების მაღაზიების მფლობელს მანქანა გადაუწვეს. ვაჟა ბერიანიძის ავტომობილს ცეცხლი, სავარაუდოდ, ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლებმა წაუკიდეს. შემთხვევა ხალხმრავალ ადგილას, ერთ-ერთ რესტორანთან მოხდა. 

"პირველის ინფორმაციით" ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს ბიზნესმენს ფულის გადაცემაზე უარი მიიღეს, რის შემდეგაც მის მანქანას ცეცხლი წაუკიდეს. მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლით მიმდინარეობს.

მომხდარზე დაკავებული ჯერჯერობით არ არის. 


 

მსგავსი სიახლეები