ფაქტობრივად წამალი გვიჭირავს ხელში - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები

07.09.23 17:28
ფაქტობრივად წამალი გვიჭირავს ხელში - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები


„5 ბავშვი დღე-დღეზე დაიწყებს წამლის მიღებას“ - ამის შესახებ ინფორმაციას აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი ავრცელებს. 

მაკუნა გოჩიაშვილის თქმით, დღეს პასუხისმგებლობის აღებაზე მშობლებმა თანხმობას მოაწერეს ხელი.

"დღეს ხელი მოვაწერეთ თანხმობას, რომ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ჩვენს შვილებს ჩაუტარდეთ უკვე სახელმწიფო პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა წამალ ვოზორიტიდით და ჩვენ, მშობლებმა უზრუნველვყოთ მათი ტარება კლინიკაში შეუფერხებლად, დავიცვათ უსაფრთხოების ყველა წესი.

კიდევ ათასჯერ ვიტყვი, თქვენი გვერდში დგომის გარეშე, ასე არ დაჩქარდებოდა პროცესი და ყველა აქტივისტს და ყველა მოქალაქეს გიმახსოვრებთ! როგორ არ დაგვტოვეთ მარტო", - აცხადებს ის.

მსგავსი სიახლეები