ლაგოდეხში სტიქიის შედეგად მოსახლეობის ნაწილი თავშესაფრის გარეშე დარჩა - ადგილობრივები შველას ითხოვენ

07.09.23 17:35
ლაგოდეხში სტიქიის შედეგად მოსახლეობის ნაწილი თავშესაფრის გარეშე დარჩა - ადგილობრივები შველას ითხოვენ

დასეტყვილი ვენახები, წაქცეული ხეები და სახურავის გარეშე დარჩენილი სახლები. 15 წუთიანი ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად მიყენებულ ზარალს ადგილობრივები ამ დრომდე ითვლიან. მოსახლეობის ნაწილი თავშესაფრის გარეშე დარჩა, რადგან საცხოვრებელ სახლებს სტიქიამ მთლიანად გადახადა სახურავები, ადგილობრივები შველას ითხოვენ.

ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, მათი სახლი თითქმის მთლიანად განადგურებულია და აღარ ვარგა. ის ამბობს, რომ 1 წუთში მთლიანად განადგურდა ყველაფერი. ადგილობრივი დახმარებას ითხოვს.

განადგურებულები ვართ თქვენ თვითონაც ხედავთ, არაფრის საშუალება არ აქვთ, ბანკიდან ჰქონდათ ისიც გამოტანილი, გააკეთეს ბავშვებმა და 1 წუთში განადგურდა ყველაფერი. კიდევ კარგი, ღმერთს მადლობა ბავშვები არ იყვნენ სახლში და არ დაეღუპნენ მთლად. კაბალში ვიყავით წასულები და ვერ გამოვედით, არ ჩანდა საერთოდ არაფერი, საშინელი ქარი იყო, სეტყვა და წვიმა ისეთი, რომ ვერ ვხედავდით ვერ წამოვედით. დაგვეხმარონ, მოვიდნენ და შეაფასონ, განადგურებულზე განადგურებულები ვართ, არაფერი აღარ ვარგა", - ამბობს დაზარალებული ადგილობრივი.

მსგავსი სიახლეები