გომელაურის მეგობარი ბიზნესმენის მშენებლობა დევნილების სახლებს დანგრევას უპირებს
ვახტანგ გომელაურის მეგობარი ბიზნესმენის მშენებლობა დევნილების სახლებს დანგრევას უპირებს. 40 მდე ოჯახი, გლდანის დევნილთა კორპუსიდან, ამტკიცებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის სამშენებლო ინტერესების გამო ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება.
კომპანია ბაუმაისტერმა, რომელიც შს მინისტრის უახლოესი გარემოცვის წევრის დავით ველიჯანაშვილის საკუთრებაა, წითელი ხაზები შუა კორპუსში გაავლო.
"ახლა არა, მაგრამ მალე დავანგრევთ" - უთხრეს დღეს ადგილზე მისულ "პირველების" გადამღებ ჯგუფს. დევნილებს სახლებიდან გაყვანას და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას დაჰპირდნენ, თუმცა ჯერ ამ მიზნით არაფერს აკეთებენ. ხალხი შველას ითხოვს. კითხვებზე პასუხების მისაღებად მისულ "პირველების" გადამღებ ჯგუფს კი კომპანიის წარმომადგენელი თავს დაესხა და შეურაცხყოფა მიაყენა.
დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.