9 მეტრი სიღრმის წყალში მაშველები მოზარდს, ამ დრომდე, უშედეგოდ ეძებენ
9 მეტრი სიღრმის წყალში მაშველები მოზარდს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. 24 საათზე მეტი გავიდა მტკვარზე დაწყებული სამუშაოებიდან.
ავჭალის დასახლებაში 13 წლის ბიჭი გუშინ გაუჩინარდა. ის მეგობრებთან ერთად მდინარეზე სათევზაოდ იყო, როცა ფეხი დაუცდა,წყალში ჩავარდა და წყლის დინებამ გაიტაცა. ტერიტორია საშიში ზონაა, რადგან წყლის სიღრმე ძალიან დიდია თუმცა ადგილზე არცერთი ამკრძალავი ნიშანი არ დგას.