მეწყერმა სახლი ჩაიტანა, ვეძებთ ბავშვს, რომელიც ამ სახლში იყო - ლანჩხუთის მერი
სტიქია გურიაში - ლანჩხუთის მერი მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს.
როგორც ალექსანდრე სარიშვილმა "პირველებთან" განაცხადა, ამ დროის მონაცემებით, რამდენიმე სახლი ჩაიტანა მეწყერმა. ასევე ეძებენ ბავშვს, რომელიც ერთ-ერთ სახლში იყო
რამოდენიმე სახლი არის დაზიანებული, ჩაიტანა მეწყერმა. ერთ სიტუაციაში ვეძებთ ერთ ბავშვს, რომელიც იყო ამ სახლში. სახლი არის ჩატანილი. სახარბიელო მდგომარეობა არ გვაქვს. წყალდიდობაა ძალიან დიდი, მდინარე არ მიიღო ზღვამ, სუფსა გადმოვიდა და შევიდა სახლებში". - ამბობს ალექსანდრე სარიშვილი.