"ბავშვის ცხედარს ვითხოვთ გამწარებული ოჯახი" - ხმაური ბათუმის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან
ხმაური იყო ბათუმის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან. ანაკლიაში გარდაცვლილი ორი წლის მოზარდის ოჯახი ცხედრის გაკვეთას აპროტესტებდა. ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული.
გარდაცვლილი ბავშვის ბებიას თქმით, ბავშვი წყალში დაიღუპა, ახლა კი შვილიშვილის ცხედარს არ ატანენ.
დაიღუპა წყალში, მერე მოიყვანეს აქ, მერე არ ვიცი არ მაძლევენ შვილიშვილს, შვილიშვილია ჩემი", - ამბობს გარდაცვლილი ბავშვის ბებია.
გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ შუადღის 2 საათიდან ქუჩაში დგანან და ითხოვენ ბავშვის ცხედარს.
"ვითხოვთ ბავშვს, შუადღის 2 საათიდან ვდგავართ ქუჩაში და ვითხოვთ ბავშვს, გამწარებული მშობლები ვდგავართ ქუჩში, ტელი სოფელი აქ ვართ და გვინდა ბავშვი, მოგვცენ ბავშვი. რით ვერ დამთავრდა [ექსპერტიზა] 2 საათიდან", - ამბობს გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრი.
შეგახსენებთ, ორი წლის მოზარდი ანაკლიაში ორი დღის წინ მდინარეში ჩავარდა. უგინო მდგომარეობაში მყოფი ბავშვი ბათუმის დედათა და ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.