თბილისში ერთი ადამიანი დაჭრეს
დაჭრა თბილისში - შემთხვევა გუშინ გვიან ღამით ცოტნე დადიანის ქუჩაზე მოხდა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.