"ტოტალური კონტროლი და დამონების მცდელობა" - ხელოვანები წულუკიანის უწყების განცხადებაზე

08.09.23 17:33
"ტოტალური კონტროლი და დამონების მცდელობა" - ხელოვანები წულუკიანის უწყების განცხადებაზე

მწერლების ტოტალური კონტროლის მცდელობა და სრული მონობა - ასე აფასებენ ხელოვანები კულტურის სამინისტროს ბოლო განცხადებას, რომლითაც წულუკიანის უწყება მწერალთა სახლის ყოფილ ხელმძღვანელს ესხმის თავს. საქმე ეხება განცხადებას, რომელში კულტურის სამინისტრო ნატა ლომოურს და მწერალთა სახლის მაშინდელ მენეჯმენტს ადანაშაულებს, რომ მათ 2021 წელს სამინისტროსთან დაპირისპირების გზა აირჩია და აღარ მოისურვეს „ლიტერას“ შენარჩუნება მწერალთა სახლის ფარგლებში. კულტურის სამინისტრო იტყობინება, რომ წელს ასე აღარ იქნება და ლიტერატურულ კონკურსს  „მუზა“ მწერალთა სახლი ჩაატარებს.

მწერალი ზურა პაპიაშვილი ამბობს, რომ ყველაფერი ისე მიდის, როგორც ეს თეა წულუკიანს სურს. 

ყველაფერი მიდის ისე, როგორც წულუკიანს სურს. ჩემი აზრით, ამას აკეთებს „პუბლიცისტი“, ოდიერად დანიშნული სოსო ჭუმბურიძე, რომელიც გამოირჩევა სიძულვილის ენით მწერლების მიმართ, ამის სქრინებიც არსებობს და არაერთხელ გამოუხატავს ადამიანს სიძლვილის ენა. კიდევ ბევრი წერილები ამაზრზენი ბრალდებებისა დაიწერება კულტურის სამინისტროს მხრიდან. აი, ამ ფორმატით იქნება ურთიერთობა ჩვენთან, - ამბობს მწერალი ზურა პაპიაშვილი. 

 

მთარგმნელი ქეთი ქანთარია კი ამბობს, რომ წულუკიანის ქმედებებს კულტურის წრამომადგენლების მიმართ სადამსჯელო ოპერაციად აფასებს. ქანტარია ამბობს, რომ კულტურის მინისტრი პასუხს აუცილებლად მიიღებს.

წულუკიანის არსი, ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილის არსი არის ის, რომ ეადვილებათ პერსონაჟი, რომელსაც მართავენ. დანიშვნის არსიც ეგ არის, როგორც ჩანს, რომ დასამსჯელო ღონისძიებაა კულტურის სფეროს ხალხის მიმართ და თვითონაც პერსონაჟი არის ზუსტად ის, რომელზე უკეთესადაც ტერორს ვერავინ განახორციელებდა. წულუკიანი მიირებს პასუხს აუცილებლად, არ ეგონოს, რომ გაგრძელდება დაუსრულებლად, - ამბობს ქანთარია. 

მსგავსი სიახლეები