"6 მეტრიანი სახლი მეწყერმა ბოლომდე დამარხა, მოხუცი იყო შიგნით" - სტიქიის ზონაში კიდევ ერთ დაკარგულს ეძებენ

08.09.23 15:41
"6 მეტრიანი სახლი მეწყერმა ბოლომდე დამარხა, მოხუცი იყო შიგნით" - სტიქიის ზონაში კიდევ ერთ დაკარგულს ეძებენ

გურიაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ორამდე გაიზარდა. ცოტა ხნის წინ მაშველებმა 80 წლის ქალი ცხედარს მიაგნეს.

"6 მეტრი ჰქონდა სახლს სიმაღლე და იქიდან რომ წამოვიდა მეწყერი, დამარხა ის სახლი მთლიანად. მარტო მოხუცი იყო სახლში ამ დროს". - ამბობს ადგილობრივი.

ამ დრომდე მაშველები ეძებენ კიდევ ერთ დაკარგულ სკოლის მოსწავლეს. ადგილზე  ვითარება კრიტიკულია. მეწყერ საშიშ ზონად გადაქცეულ სოფლებში ისევ გადაუღებლად წვიმს, რაც  სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ართულებს.

მსგავსი სიახლეები