"ძლიერი ნალექი, ელჭექი და სეტყვა" - როგორი ამინდი იქნება საქართველოში
8, 9 და 10 სექტემბერს საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე კვლავ ძლიერი ნალექები, ელჭექა და სეტყვაა მოსალოდნელი. განცხადების ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
8 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს, ხოლო 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კვლავ ძლიერი ნალექები, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 9 სექტემბრიდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლჭყაპი აღინიშნოს.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს, - ნათქვანია სააგენტოს განცხადებაში.