გურიასა და ქობულეთში მდინარის გამაგრებით სამუშაოებში 17 მლნ დაიხარჯა - რატომ არ იმუშავა სისტემამ?
მორიგ სტიქიას მთავრობა ისევ მოუმზადებელი შეხვდა. "პირველებმა" კორუფციის მკვლევარებთან ერთად შეისწავლა ყველა კონტრაქტი და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მთავრობას გურიასა და ქობულეთშიი მდინარის გამაგრებითი სამუშაოებში 17 მლნ აქვს დახარჯული. ამის მიუხედავად, დატბორვის საწინააღმდეგო სისტემამ ვერ ან არ იმუშავა.
მხოლოდ ქობულეთში ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 7 მლნ 300 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, ხოლო გურიაში კი თითეულ რეგიონში არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიადან მიდიოდა თანხა, არამედ ცალკე გზების დეპარტამენტიც იხდიდა.
კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ ეს შედეგი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების და მოპარული ფულის გამო დადგა.
აღნიშნული ხარჯები, რომელიც 17 მლნ ლარს აჭარბებს, ეს ხარჯები არის როგორც მუნიციპალური ბიუჯეტიდან, ცალკე აღებული ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური და ქობულეთი, ასევე გზების დეპარტამენტის მიერ და ფედერალური ბიუჯეტის მიერ დახარჯული თანხები და ეს არის მხოლოდ არასრული 2 წელი. თანხები არ არის საკმრისი ამ სისტემის მოსაგვარებლად იმისთის, რომ ამ სისტემამ კარგად იმუშაოს. რაც გაკეთებულია, ისიც არის უხარისხო. ახლა გურიაში მომხდარი წყალდიდობა არ არის ისეთი მასშტაბის, რომელსაც ვერ უნდა ემუშავა ანუ ეს რომ ყველაფერი ყოფილიყო ხარისხიანი ან დახარჯულიყო უფრო მეტი თანხა ანუ მუნიციპალიტეტებმა პრიროტეტი უნდა გააკეთოს მუნიციპალიტეტთან, რომელსაც აქვს მდინარე,სხვანაირად უნდა მოაწყოს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, - ამბობს ბესიკ დონაძე.
სპეციალისტები კორუფციის გარდა სხვა პრობლემაზეც საუბრობენ. თეო გოდოლაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია შეწსავლის სისტემა და სპეციალისტების დასკვნები.
ბარდიული რომ ვერ გააჩერებს და ჭალა რომ უნდა დაუთმო მდინარეს, არც ჩემი მოგონილია. თქვენ არ იცით, რა მაქსიმალური შესაძლებლობები აქვს იმ მდინარეს. არც კვლევები გაქვთ ჩატარებული და არც არაფერი და რაზე დაყრდნობით აკეთებთ დასკვნას? თავიდან უნდა ჰკითხო გეოლოგს, მისი პასუხისმგებლობაა. რა გამბიონებზე მელაპარაკებით ხალხო, მყინვარული მდინარეების შემთხვევაში და ვთქვათ, ღვარცოფული მდინარეების შსემთხვევაში. ბეტონი დაიჭერს ახლა მდინარეს? აუცილებელია, რომ რეგიონული მასშტაბით გვყავეს სპეციალისტები, არ შეიძლება, რომ 5 გელოგმა მართოს თბილისიდან, მთელი ეს კატასროფული რისკის მართვა გახორციელდეს 5 გეოლოგის საშუალებით, წარმოუდგენელია, - ამბობს გოდოლაძე.