"დილიდან სამაშველო ბრიგადების დახმარების მოლოდინში ვართ" - ამ დრომდე, უმძიმესი ვითარებაა გურიაში
ამ დრომდე უმძიმესი ვითარებაა გურიაში. ამ დრომდე გადაუღებელი წვიმის გამო, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობს. სოფელ სუფსაში დატბორილია 100-მდე ოჯახი, ასობით სახლი და საკარმიდამოო ნაკვეთები. ზარალის დათვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
"დილიდან ველოდებით, დავრეკეთ და სამაშველო ბრიგადები ვერ მოვიდნენ ჩვენამდე. ვართ შეხიზნულები მეორე სართულზე.
ყველაზე მძიმე ვითარება ოზურგეთსა და ლაჩხუთის მუნიციპალიტეტებშია.
ისევ ეძებენ გაუჩინარებულ სკოლის მოსწავლეს. გზები გადაკეტილია. საგზაო დეპარტამენტი იტყობინება, რომ მიწის შვავის ჩამოშლის გამო, მოძრაობა ნაწილობრივ აკრძალულია შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის მონაკვეთზე.